23-07-2018
ტყიბულის შახტის რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა დატოვა.
პოსტიდან წავიდა შახტის წარმოების დირექტორი, შახტის დირექტორი და მთავარი ინჟინერი.
მეშახტეები ამ პოზიციებზე მათ მიერ შერჩეული კანდიდატების დანიშვნას ითხოვენ.
„ჩვენს სასურველ კანდიდატებს რომ წამოვაყენებთ, მერე მოხდება შახტაში ჩასვლა და ამუშავება.
პირველი კანდიდატი გვყავს ელდარი ჩაფიძე, რომელიც დაალაგებს სიტუაციას“- განაცხადა ერთ-ერთმა მეშახტემ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები "საქნახშირის" ადმინისტრაციის შეცვლასაც ითხოვენ.