გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: როდესაც საუბარი მიდის, რომ ევროკავშირში არაკეთილსინდისიერი არასამთავრობოების გამოვლენას ემსახურება ახალი კანონის მიღება - აბა, ჩვენ რა მოტივაცია გვქონდა?

21-03-2023

როდესაც საუბარი მიდის, რომ არაკეთილსინდისიერი არასამთავრობოების გამოვლენას ემსახურება ეს ყველაფერი - აბა, ჩვენ რა მოტივაცია გვქონდა? თურმე იმ განვითარებულ ევროკავშირშიც კი არსებობენ არაკეთილსინდისიერი არასამთავრობოები, - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკურ პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირი ამ ეტაპზე საკუთარ პრობლემებთან, კერძოდ კი კორუფციასთან ბრძოლას სწორედ გამჭვირვალობის კანონით აპირებს, საქართველოში კი რადიკალურმა ოპოზიციამ მისი სტიგმატიზაცია და ახალგაზრდების გრძნობებით მანიპულაცია სცადა, რათა მთავრობის ნანატრი გადატრიალებისთვის მიეღწია.

 

„თუ იქ, ევროკავშირში მიდიან ამ „რუსული“ კანონის მიღებაზე, ხვალ შეიძლება ეჭვის ქვეშ დაყენდეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხელისუფლების მისწრაფება იმ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის კეთილსინდისიერ შესრულებაზე? იმ ევროკომისიისა და ევროკავშირის, სადაც „რუსული“ კანონის მიღების ამ „სამარცხვინო, მონურ, მოღალატეობრივ“ გზას დაადგნენ? ჩვენი ოპონენტების დღევანდელ არგუმენტზე - „რა გინდათ, ის განვითარებული, ცივილიზებული სამყაროა და სად ისინი და სად - ჩვენ “, ძალიან მეცინება, იმიტომ, რომ თვითონ EPP-ის საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რომლებმაც ისინი ამ „რუსული“ კანონის მიღებამდე მიიყვანა - წალეკა კორუფციამ ევროპარლამენტიო. აქ მხოლოდ უკვე დაპატიმრებულ ევროპარლამენტარებზე არ არის ლაპარაკი, არც ეჭვმიტანილ ასამდე ევროპარლამენტარზე, არამედ იმაზე, რომ კორუფცია ევროკავშირის ძველი პრობლემაა; ის კორუფცია, რომლის საერთაშორისო ინდექსაციით საქართველო მერამდენე წელია, რომ ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებზე უფრო მაღალ პოზიციაზეა. ეს ხომ ფაქტია, ეს ხომ არა ჩვენი, არამედ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ინდიკაციით ჩატარებული არაერთი კვლევაა? ძალიან კარგი იქნებოდა ევროკავშირის მხრიდან, ნედ პრაისი მხრიდან, პირდაპირ რომ ეთქვათ - საქართველო ჩვენს თვალში იმ ტიპის სახელმწიფოს არ წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია მსგავსი კანონები მიიღოსო - ეს იქნებოდა უფრო გულწრფელი და მართალი.

 

ამის ნაცვლად, მათ განზრახ, მიზანმიმართულად შემოაგდეს სტიგმა და ამ სტიგმით ახალგაზრდების პატრიოტული გრძნობებით უხეშად იმანიპულირეს, რომლის იქით ტრაგედიის საშიშროება იყო და რომელიც, ჩვენ, ხელისუფლებამ ავარიდეთ თავს. იყო საშიშროება, რომ ეს განზრახ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობა იმ უმართავი პროცესების გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მერამდენე წელია უშედეგოდ ცდილობს.

 

სხვა კი არაფერი ჰქონდა მიზნად ISFED-ს ორი წლის წინ, როდესაც შეეცადა საზოგადოებისთვის დაეჯერებინა, რომ არჩევნები გაყალბდა და ათასობით აღშფოთებული ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა. იგივე გააკეთეს ამ კანონის სტიგმატიზაციითაც“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.