გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გაბრიჭიძე გირჩის დაანონსებულ აქციაზე: მათთვის სამშობლოს დაცვა "რუსულია", კაცურად ცხოვრება "მონობა"; ქართულ ჯარს, აფხაზეთში, სამაჩაბლოში რუსის ტყვიით დაღუპულ გმირებს მონებს და რუსებს ეძახიან

21-03-2023

ლიბერასტმა ჟან-ჟუანებმა საქართველოში მანქურთების ახალი, თანამედროვე სახეობა გამოიყვანეს. ისინი უარყოფენ სამშობლოს, რწმენას, ოჯახს, ქალს, მოხუცს, ბავშვს. მათი გონება ტვინში ჩაზრდილი თმების ნაცვლად ამაზრზენი იდეებით არის გამოტენილი - ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „გირჩის“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება.

 

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ისინი უარყოფენ სამშობლოს, რწმენას, ოჯახს, ქალს, მოხუცს, ბავშვს. მათი გონებ ამაზრზენი იდეებით არის გამოტენილი.

 

„ლიბერასტმა ჟან-ჟუანებმა საქართველოში მანქურთების ახალი, თანამედროვე სახეობა გამოიყვანეს. ისინი უარყოფენ სამშობლოს, რწმენას, ოჯახს, ქალს, მოხუცს, ბავშვს. მათი გონება ტვინში ჩაზრდილი თმების ნაცვლად ამაზრზენი იდეებით არის გამოტენილი. მათ სიტყვა "რუსული" და "მონობა" თავდასხმის იარაღად აქციეს და ყველაფერს კარგს ამ სიტყვებით ებრძვიან. მათთვის სამშობლოს დაცვა "რუსულია", კაცურად ცხოვრება "მონობა". ქართულ ჯარს, აფხაზეთში, სამაჩაბლოში რუსის ტყვიით დაღუპულ გმირებს მონებს და რუსებს ეძახიან. ფუი ამათი უჯიშო სული რა ვთქვი!!!“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.