გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე ლევან ხაბეიშვილზე: ქართულადაც ენაბლუ არარაობამ, რომელიც მშობლიურ ენაზე ტექსტებს თითის გაყოლებით კითხულობს, ამით ნოვრუზ ბაირამი კი არ მიულოცა, არამედ უფრო შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელებს

22-03-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებისთვის ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის მილოცვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართულადაც ენაბლუ არარაობამ, რომელიც მშობლიურ ენაზე ტექსტებს თითის გაყოლებით კითხულობს, ამით ნოვრუზ ბაირამი კი არ მიულოცა, არამედ უფრო შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა აზერბაიჯანელებს.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, იმედია, ჩვენმა აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა იციან, რომ სააკაშვილის პარტიის პირობითი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცნობილი მასხარაა.

 

„იმედია, ჩვენმა აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა იციან, რომ სააკაშვილის პარტიის პირობითი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცნობილი მასხარაა. ამ ქართულადაც ენაბლუ არარაობამ, რომელიც მშობლიურ ენაზე ტექსტებს თითის გაყოლებით კითხულობს, ამით ნოვრუზ ბაირამი კი არ მიულოცა, არამედ უფრო შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა აზერბაიჯანელებს. მეტიც, ვიდეო მილოცვებს, პოლიტიკოსები აკეთებენ კაბინეტებიდან და არა რომელიღაც ეზოში დაპარკინგებული მანქანის სალონიდან. თუმცა, ხაბეიშვილზე პოლიტიკოსის თქმა ისეთივე უდიდესი 'მკრეხელობაა', როგორც "ნაცების" კონსტრუქციულ, პროდასავლურ ოპოზიციად მოხსენიება“- წერს გია აბაშიძე facebook-ზე.