გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა

22-03-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს კენეტ უოლაკს შეხვდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს კენეტ უოლაკს შეხვდა.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და დემოკრატიის ეროვნულ ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს.
 
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
 
საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზი გაესვა არაერთ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელთა შედეგებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი იან მაკგინიტი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.