გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს რაიმუნდ იელეს შეხვდა

22-03-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რაიმუნდ იელეს შეხვდა.


ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის და FAO-სთან კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი.


მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სურსათის მიმართულებით რიგი რეგულაციების შემუშავების და აღსრულების მიზნით FAO-ს ექსპერტული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე საუბარი  შეეხო აკვაკულტურის და თხილის სექტორის მხარდაჭერის საკითხებსაც.


რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავ გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის და სურსათის უვნებლობის მიმართულებების მხარდაჭერას.


შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, FAO-ს წარმომადგენელის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.