გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა ბექაურმა პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - Mediatsigniereba.ge გააცნო

22-03-2023

ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ერთგვარი ჰაბია, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის აერთიანებს რესურსებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს.


მისივე თქმით, მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შექმნა მიზნად მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციის ერთიან ონლაინ სივრცეში თავმოყრასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს, ამისთვის კი, მომხმარებელს მუდმივად განახლებად საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს.
კახა ბექაურმა საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე უკვე 100-ზე მეტი რესურსია განთავსებული.