გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადაეცა

23-03-2023

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადასცა. ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.


ღონისძიებას თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი, მისიის უფროსის მოადგილე ანდერს ტრელბორგი და ნატოს ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესიდაესწრნენ. აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა,ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმალიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.


ეროვნული გვარდია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული და თანამშრომლობის ფარგლებში კრიზისების მართვისინიციატივის აქტიური მონაწილეა.