პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

23-03-2023

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით განიხილა და 71 ხმით მიიღო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.
 
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები განპირობებულია ძირითადად მცირებიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო და, მეორე მხრივ, სოციალური მომსახურების მიწოდებას, ან ორივეს ერთად.
 
მოქმედი რეგულაციით, თუ ერთი წლის განმავლობაში შესყიდვების ჯამური ღირებულება არ აღემატება 5 ათას ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ შესყიდვის გამარტივებული საშუალებით განხორციელების შესახებ. ახალი შემოთავაზებით კი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში მონეტარული ზღვარი იზრდება 10 ათას ლარამდე, სამშენებლო სამუშაოს შემთხვევაში კი 20 ათას ლარამდე.