გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 1 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

24-03-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი", ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ლ.მ.-ს ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 926.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.


სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული, ექსპერტების მიერ შეფასებული, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 367.24 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.