24-03-2023
ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა.
„რომ დავუბრუნდე ჩემს კითხვას, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ე.წ ოპონენტები ყველაზე ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალა არის დღეს ქვეყანაში თავისი შინაარსით, თავისი მოქმედებით, თავისი მმართველობის სტილით. თუ გადავხედავთ, თუ რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას, კითხვა არავის რჩება. ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს არის ძალიან დიდი დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის. ჩვენს ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ სრულიად არადემოკრატიული მეთოდებით გმართავდით, გაწამებდით, გჩაგრავდით, მაგრამ დღეს ისევ უნდა გესაუბროთ ევროპულ ინტეგრაციაზე", - განაცხადა პრემიერმა.