გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერა სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დადასტურებული კრიმინალია, გვითხრეს, რომ ეს არ აინტერესებთ

24-03-2023

ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.


მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, ევროპარლამენტარებმა თქვეს,  რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. 
 
„მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების განცხადებებს. ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა და არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ იგი ჩვენი კრიმინალია", - განაცხადა პრემიერმა.