გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: მე-5 კოლონა, ეს არის მტრული ძალების პოლიტიკის გამტარებელი კოლექტიური ორგანიზაცია, მე ამის თაობაზე დეტალური ფაქტები მოვიყვანე

24-03-2023

ქალბატონო თეონა, თქვენ რომ იყოთ ობიექტური უსაფრთხოების ექსპერტი, დავარქვათ, გამოხვიდოდით და მოუწოდებდით თქვენს რადიკალურ ექსტრემისტებს, მე-5 კოლონის წარმომადგენლებს, რომ დაუშვებელია ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, ელოდება კანდიდატის სტატუსს და უკრაინაში არის დამანგრეველი ომი, აქ არ უნდა იმართებოდეს აქციები მთავრობის დამხობის და დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით. აი, მაგ შემთხვევაში მე თქვენ მხარს დაგიჭერდით და პატივს ვცემდი თქვენს პოზიციას, მაგრამ თქვენ გამოდიხართ და იმეორებთ იმ ნარატივს, რომელიც ჩამოყალიბებულია მე-5 კოლონის მიერ. ეს არის მე-5 კოლონა, ეს არის მტრული ძალების პოლიტიკის გამტარებელი კოლექტიური ორგანიზაცია. მე არ მოვერიდები ამის თქმას და მე ამის თაობაზე დეტალური ფაქტები მოვიყვანე. ეს არ არის მხოლოდ სპეკულაციები, მე ფაქტები მოგიყვანეთ, 4 მცდელობა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, 4 მცდელობა, რომ მომხდარიყო დესტაბილიზაცია. თქვენ, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი რა პოზიციას გამოხატავთ? რატომ არ გამოხვედით და არ დაგმეთ ეს ფაქტები? რატომ არ დაგმეთ თქვენ მაგალითად პარლამენტის შენობაზე ცეცხლის გახსნა და უამრავი შეტევა, მაგალითად პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების" სროლა,  რომელიც ასევე მათ მიერ შექმნილი ვითომ ფრანკლინის კლუბის, რაღაც ახალგაზრდა თაობა, ანარქისტების მიერ იყო ორგანიზებული? რატომ არ დაგმეთ? რა გაცინებთ? წარმოდგენა არ გაქვთ რა ვითარებაშია დღეს რეგიონი და მთელი მსოფლიო. და გამოდიხართ რაღაც ორი სიტყვა წაგიკითხავთ, გისწავლიათ და გინდათ, რომ თავზე მოახვიოთ საზოგადოებას თქვენი აზრები. ესაა რეალობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს არის მე-5 კოლონის მოქმედება საქართველოში და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი მიზანი - ქვეყნის განადგურება და ომში ჩართვა მიუღწეველი დარჩეს.
 
„მე მოგიწოდებთ ქალბატონი სამნიძე რომ აქტიურობს, რომელიც მანამდე გამოირჩეოდა ვითომ კონსტრუქციულობით, ჩვენ ვნახეთ მისი რადიკალური ბუნება. თქვენ აბსოლუტურად არ განსხვავდებით სააკაშვილის პარტიისგან, არაფრით. თქვენ ხართ კოორდინაციაში ჩართული ამ რადიკალურ ძალასთან. ესაა რეალობა. ამიტომ ბატონო თავმჯდომარევ და ძვირფასო დეპუტატებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გარდა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს არის მე-5 კოლონის მოქმედება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მე-5 კოლონამ ვერ მიაღწიოს ვერც ერთ მიზანს. მე-5 კოლონის მიზანი არის ქვეყნის განადგურება და ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ,"- აღნიშნა პრემიერმა.