გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან იწყება

24-03-2023

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია. ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. დღეიდან, უეფას ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება 26 მარტს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება.
 
26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის და ბათუმის ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერლები და ბენდები, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა. 
 
ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი - ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი  და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს.
 
საქართველოს მასშტაბით თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ჯადოსნური ქარავნით იმოგზაურებს.
 
ბათუმის შემდეგ, თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება.
 
გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.
 
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. 


პირდაპირი ეთერი - 19:30 საათი, აჭარის ტელევიზია
ღონისძიების დასაწყისი: 26 მარტი, 19:00 საათი, თასის შემოსვლა 20:00 საათი
მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი