24-03-2023
„რაც ხდება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, ეს, რა თქმა უნდა, არახალია და მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის შემდგომ დაიწყო მთელი ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება, და მაშინ გააქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად ეს აწყობთ. როგორც ყველანი ვხედავთ, როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად ქვეყანაში დაიძაბება – და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიაში, არასოდეს არ არის აბსოლუტური სიმშვიდე, მაშინ ავტომატურად ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის პოლიტიზება და, ბუნებრივია, ამით დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა", საკმაოდ დაქსაქსული პარტია, ცდილობს, რაიმე ფორმით მიიპყროს ყურადღება. ანუ აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ამ ადამიანს უნდა, რომ იყოს თავისუფალი, და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა" არ ტოვებს არცერთ შანსს იმისას, რომ არ გამოიყენოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა იმისთვის, რომ რაიმე სახის ფორმით მოახდინოს საკუთარი რეინკარნაცია. თუმცა, ბუნებრივია, ამის მცდელობის საშუალებას, ჩვენ მრავალგზის ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, მათ არ მივცემთ, რომ საქართველოში არ აღსრულდეს სასჯელი და არ აღსრულდეს სამართალი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.