გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: კომპანია PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამას პროცენტიანი ფასნამატები გააკეთა, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე

24-03-2023

წამლების ფასები, რომელიც იყო გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის, 60 %-დან 80 %-მდე შემცირდა წამლების ფასები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ, აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამას პროცენტიანი ფასნამატები გააკეთეს, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე, დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა. 


მისივე თქმით, შარშან აიკრძალა ონლაინ თამაშების რეკლამა და ონლაინ კაზინოებს გადასახადები გაუზარდეს. 


„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ შარშან ავკრძალეთ ონლაინ თამაშების რეკლამა. 25 წლამდე ავუკრძალეთ ჩვენს თანამოქალაქეებს თამაში,  გადასახადები გავუზარდეთ ონლაინ კაზინოებს,"- აღნიშნა პრემიერმა.