24-03-2023
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
გზაზე, რომლის სიგრძე 1 243 გრძივი მეტრია მიწის მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 594 999 ლარია და შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს.
"სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, აღდგენილი გზით სოფელი უკავშირდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ჩქაროსნულ მაგისტრალს" - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.