გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე კეზერაშვილზე: დროისა და სივრცის მიუხედავად, იგივე ხელწერას იყენებს სასურველი შედეგის მისაღებად - ფულით ვერ მოისყიდის? არაკანონიერ ქმედებასაც ჩაიდენს, მოიტაცებს, დააშინებს...

25-03-2023

„მოკლედ, „ყველა გზა კეზერასთან მიდის“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თათია სამხარაძისა და კეზერაშვილის ცოლის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

მისივე თქმით, კეზერაშვილი იმავე მეთოდების „ერთგულია“, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა.

 

„ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყველას ახსოვს კეზერაშვილის მეთოდები, სასურველი შედეგის მისაღებად:

  • შანტაჟი;
  • მუქარა;
  • მოსყიდვა;
  • გამოძალვა;
  • ფიზიკური ლიკვიდაცია.

 

ჰოდა, დროისა და სივრცის მიუხედავად, იგივე ხელწერას იყენებს სასურველი შედეგის მისაღებად - ფულით ვერ მოისყიდის? არაკანონიერ ქმედებასაც ჩაიდენს, მოიტაცებს, დააშინებს... რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში?! მოძალადე იყო კეზერაშვილი და მოძალადედვე დარჩება. საკუთარი ბინძური ჩანაფიქრების შესრულება ცოლის ძმას დაავალა და, ადრე თუ სახელმწიფო უწყებების გამოყენებით ცდილობდა მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილებას, ახლა ნათესავების საშუალებით ცდილობს.

 

უბრალოდ, ერთი რამ ავიწყდება, ამ ქართული ჯარის ხარჯზე გამდიდრებულ ნაძირალას: - ნაც-რეჟიმი წარსულ ჩაბარდა და „გვამების“ ზღვაში გადაყრას, რეზონანსის გარეშე ვერ მოახერხებს. ახლა 2003 წელი აღარ არის, აღარც საინფორმაციო ველია მისგან უზურპირებული... „როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება“, ისე კეზერაშვილი ვერ მოიშლის ნაძირლობას! და „როგორც კუზიანს სამარე გაასწორებსო“, ისევე უნდა მიეჩინოს კეზერაშვილის დაფინანსებულ „ჯიბის გოშიებს“, კუთვნილი ადგილი - პოლიტიკური სამარე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.