გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

25 მარტს „დედამიწის საათი“ აღინიშნება

25-03-2023

საქართველო მსოფლიოს საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ღონისძიების „დედამიწის საათი“ აღსანიშნავ კამპანიას უერთდება - 25 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათი ცნობით, 2023 წელს, „დედამიწის საათი“ ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაზე ტყისა და ეკოსისტემების დაცვის მიმართულებებით, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი გარემოსდაცვითი გამოწვევა.


„გარემოსდაცვითი ღონისძიების - „დედამიწის საათი" აღნიშვნის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. საქართველოში აღნიშნულ კამპანიას უერთდებიან როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციები. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და გავაცნობიეროთ ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა გარემოს დასაცავად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.


„დედამიწის საათის“ აღნიშვნის კამპანიის ფარგლებში, 25 მარტს, 20:30 საათიდან ერთი საათის განმავლობაში, ელექტროენერგია გამოირთვება ისტორიულ და საჯარო ორგანიზაციების შენობებში.


გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, „დედამიწის საათს“ საფუძველი 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით ჩაეყარა.