« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
25-03-2023
საერთაშორისო მედია ჯგუფი - Kaori Media ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებით დაინტერესდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე. საერთაშორისო მედია ჯგუფი - Kaori Media ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებით დაინტერესდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე.
თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო მედია ჯგუფთან შეხვედრას სოციალურ გვერდზე აჯამებს და შემდეგ თემებზე ამახვილებს ყურადღებას:
▪️ აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 37%-ით გაიზარდა და 2022 წელს 116,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
▪️ ბიზნესბრუნვა გაიზარდა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით
▪️ აჭარის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა
▪️ 2022 წელს აჭარას 3.5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, ჩვენი მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე 2025 წლისთვის
▪️ საინვესტიციო პორტფელმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა
▪️ ბათუმი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანია. ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი
▪️ მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდისა და განვითარების ახალ გეგმაზე
ვრცელი ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან და ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტებისა და გეგმების შესახებ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გამოცემა - Khaleej Times-ში გამოქვეყნდება.