26-03-2023
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითმა ბატალიონმა დღის და ღამის პირობებში ოცეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება განახორციელა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩატარდა. პირველ ეტაპზე, ბატალიონმა 50 კილომეტრიანი ტაქტიკური მარში განახორციელა და თავმოყრის რაიონი დაიკავა.
“სწავლების შემდეგ ეტაპზე კი, ქვედანაყოფებმა განახორციელეს თავდაცვითი ოპერაციები საბრძოლო სროლებით, სადაც მოხდა პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფების მხარდაჭერით. სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციაც განახორციელეს.
წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.