გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის რეალური თანამონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი

27-03-2023

ჩვენი შეფასებით, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს შესრულებული, ვიდრე ის რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ თავის დროზე ჩვენს პარტნიორებს წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანდიდატის სტატუსი უკვე მიანიჭა, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 12 რეკომენდაციის შესრულებაში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რიტორიკა შეიცვალა.


„ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველომ აქაც უდიდეს პროგრესს მიაღწია და აქაც უკეთესი შედეგი აქვს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე არ უნდათ ამ პროცესს მოაკლდნენ. მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. მათი რეალური თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.


მან ვენეციის კომისიიდან მიღებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიამ დასკვნა საქართველოსა და მოლდოვის კანონპროექტზე დადო, თუმცა ამ დრომდე არ არის დასკვნა უკრაინაში უკვე მოქმედ კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ევროპის უმაღლესმა პირებმა თავის დროზე შეაქეს.