გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დიმიტრი ხუნდაძე ტარიელ ნაკაიძეზე: ეს კონფლიქტი არც რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულა და არც პასუხი იყო რელიგიური ნიშნით

27-03-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში მომხდარ კონფლიქტზე და ამ ნიადაგზე ტარიელ ნაკაიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე კომენტარს აკეთებს.

 

„პარლამენტში, იმ დღეს მომხდარი კონფლიქტი არც რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულა და არც მის მიმართ პასუხი იყო რელიგიური ნიშნით. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი, რომელიც ტარიელ ნაკაიძის მხრიდან დეპუტატების პიროვნულ შეურაცხყოფას ეხებოდა. ნაკაიძეს და მის თანამოაზრეებს კი სურთ ეს ფაქტი ჩვენს მუსლიმ მოსახლეობასთან რელიგიურ კონფლიქტად აქციონ და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ეს არის სახელმწიფოებრივად საშიში და მიუღებელი. მისი ქმედება არის ტყუილზე დაფუძნებული და ამას ხვდება ჩვენი მოსახლეობა.

 

პოლიტიკური მიზნით რელიგიური შუღლის გაღვივების უფლებას საქართველოში არავის მივცემთ. ამის უფლებას არავის მისცემს თავად მუსლიმი თემი. ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობა ყველა კონფესიის ადამიანის მონაპოვარია და ამის განადგურებას თავად ხალხი არ დაუშვებს. ამიტომ, ფუჭია და უშედეგო ტარიელ ნაკაიძის მცდელობა ქვეყნის შიგნით რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების. ერთადერთი, რაც შეიძლება მისმა ქმედებამ გამოიწვიოს, არის საკუთრივ მისი სახელის შებღალვა. ჭკვიანი კაცი კი ამას არ დაუშვებს“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე