გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიდი საკადრო წმენდა - პრემიერი გუბერნატორებს გაათავისუფლებს

24-07-2018

„კურიერის“ ინფორმაციით, პრემიერ მამუკა ბახტაძეს დიდი საკადრო წმენდა აქვს დაგეგმილი. სავარაუდოდ, ის თითქმის, ყველა გუბერნატორს დაემშვიდობება. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე მამუკა ბახტაძე არც ერთ გუბერნატორს არ შეხვედრია.

სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას წინააღმდეგ გამოძიება სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის მოთხოვნით დაიწყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ სამეგრელოს გუბერნატორი დანიშვნიდან დღემდე კონტრაბანდას მფარველობს და მისი ხელშეწყობით ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში უაქციზო სიგარეტი გადააქვთ.

გუბერნატორების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციამ ხელისუფლების ოპონენტებთანაც გაჟონა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ან არ ხორცილდება, ან შუა გზაზეა მიტოვებული. კახეთის გუბერნატორი ბრალდებებს არ აღიარებს და არც პრემიერის გადაწყვეტილებაზე იცის რამე.

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე კი, რომლის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, დღეს სამსახურში საერთოდ არ გამოჩენილა. მედიის შეკითხვებს მხოლოდ მისმა მოადგილემ უპასუხა, რომლისთვისაც უცნობია, რა პრეტენზიები შეიძლება  ჰქონდეს მერაბ ჭანუყვაძესთან პრემიერ ბახტაძეს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპულ საქართველოს“ წევრები ვარაუდობენ, რომ ყველა საკადრო გადაადგილება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ გუბერნატორებს არ გადააყენებენ.

"გურიის მოამბე"