გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა

24-07-2018

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა და დროებით გზა გადაკეტეს. მათ ქუჩაზე სატვირთო მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქუჩის ბოლოში ინდუსტრიული ზონა და რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა ნივთიერების ტვირთის ტრანსპორტირება ხორციელდება. 

„ამ ქუჩაზე მძიმეწონიანმა მანქანებმა არ უნდა იმოძრაოს. სახლები დაიბზარა. როგორც ვიცით, ტვირთებიც, რაც გადააქვთ, შხამ-ქიმიკატებია და ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ბოლო ხუთი წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ. ამას უნდა მოეღოს ბოლო. ასფალტიც გზაზე უხარისხოდაა დაგებული“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლეილა ქანთარიამ. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთით გადაადგილება შეფერხებული იყო. 

მოსახლეობას ფოთის მერის პირველი მოადგილე მამუკა პაპასკირი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. 

,,ჩვენ ახლა ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, რათა სატვირთო მანქანების გადანაწილება მოხდეს და ერთ ქუჩაზე შემცირდეს მათი ნაკადი,“- აღნიშნა მამუკა პაპასკირმა.

"ინტერპრესნიუსი"