30-11-2017
ქუთაისში თეთრი ხიდის მინის კონსტრუქციით გაკეთება იგეგმება. ხიდის ხის კოსტრუქციის მინით შეცვლის ინიციატორი ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაა.
იგეგმება ხიდის სავალი ნაწილის გამოცვლა, რომლიც პროექტის მიხედვით მინისგან უნდა გაკეთდეს.
ქუთაისის მერიაში რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას განაცხადეს, რომ დეტალური ინფორმაციის მიღება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა თეთრი ხიდის ზედაპირის სავალი ნაწილის შეცვლის პროექტს სრულყოფილი სახე ექნება და თანხები ზუსტად გაიწერება.
თეთრი ხიდის ხის საფარი მწყობრიდან ხშირად გამოდის. მისი რეაბილიტაცია ადგილობრივებმა რამდენჯერმე მოითხოვეს.
ხის ფილები კი თეთრ ხიდზე 2011 წელს დააგეს, რომელიც აკაციის ჯიშის ხისგან საწარმომ CRP WOOD დაამზადა. თეთრი ხიდი კულტულრული მემკვიდრეობის ძეგლია.
წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"