24-07-2018
ქობულეთში, ე.წ ფეიბოქსის აპარატიდან თანხა მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 15 ათასი ლარი. ფაქტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება დღეს შევიდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ფაქტზე ჯერ დაკავებული არავინ არის.