24-07-2018
კახეთში, ჭიაურის თემის ხუთ სოფელს მალარიითდაავადების საფრთხე ემუქრება, ადგილობრივებიდახმარებას ითხოვენ, იუწყება საზოგადოებრივიმაუწყებლის პირველი არხი.კახეთში, ჭიაურის თემის ხუთ სოფელს მალარიითდაავადების საფრთხე ემუქრება, ადგილობრივებიდახმარებას ითხოვენ, იუწყება საზოგადოებრივიმაუწყებლის პირველი არხი.
კვირას კახეთის რეგიონს ძლიერი წვიმა დაატყდა თავს და ლაგოდეხის სოფლებს —ჰერეთისკარს, წითელგორს, ჭიაურსა და თამარიანს ზიანი მიაყენა. შედეგად დაიტბორადაახლოებით 20 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე დაიხოცა შინაურიფრინველები.
ადგილობრივების განცხადებით, კოკისპირული წვიმების შედეგად ჭაობიანი ადგილებიწარმოიქმნა, რაც მალარიის გადამტანი კოღო-ანოფელესის გამრავლების კერას წარმოადგენს
„ეს წყალი დიდხანს არ დაშრება, ისედაც უკვე ვხედავდით მალარიის გადამტან კოღოს დაახლა ტემპერატურის მომატებისთანავე უფრო გამრავლდებიან. გვეშინია, დაკბენენ ბავშვებსდა ავად გაგვიხდებიან. არც ჩვენ აღმოვჩნდებით კარგ დღეში. წლების წინაც იყო მალარიისეპიდემია, საშიშროება ახლაც დიდია", — განაცხადა ჰერეთისკარის მცხოვრებმა თამარბერიძემ.
ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს მათი საცხოვრებელისახლების ქიმიური დამუშავება კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით. ლაგოდეხის მერიაშიგანაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაიწყო.
„ჭიაურის თემის სოფლებში მალარიის საწინააღმდეგო ორთქლით დამუშავება წელიწადშიორჯერ ხდება, მეორედ აგვისტოში უწევს. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით დამალარიის გავრცელების საშიშროების მაღალი რისკიდან გამომდინარე, მივმართავთდაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რათა დაჩქარებულად მოხდეს ტერიტორიისდამუშავება კოღო-ანოფელესზე", — განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ წყლებისგან ტერიტორიის დაშრობის მიზნით,ინტენსიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების შეკეთება-გასუფთავების სამუშაოები.