გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

28-03-2023

ბათუმში „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.


„ოცნების“ პარტიული კონფერენციები დღეს აჭარიდან დაიწყო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, რესან კონცელიძე და ალექსანდრე ტაბატაძე.


კონფერენციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.


29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.