გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბოლო 2-3 თვეა, ეს ტელევიზია გახდა ფორმულა 2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია - კობახიძე „პალიტრაზე“

28-03-2023

ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია [პალიტრა] ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას - „ფორმულას“, გახდა ერთგვარი „ფორმულა-2“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დავით კეზერაშვილი რამდენიმე თვეა „პალიტრა მედიას“ აფინანსებს.

 

„მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ან შეიძლება მქონდეს და დეტალებში ვერ შევალ, არ მინდა ზოგადი ინფორმაცია გავუზიარო ვინმეს. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას - ფორმულას, გახდა ერთგვარი ფორმულა-2. ეს არის ჩემი დაკვირვება, დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, როგორ გადაფორმდა საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ამ ტელევიზიის მესაკუთრეები, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, მაგრამ რეალურად ეს ტელევიზია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავის სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.