გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავში ComCom-ის მიერ გადამზადებული 20-მდე პედაგოგი სკოლებში მედიაწიგნიერებას შეასწავლის

29-03-2023

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, თელავში 20-მდე მასწავლებელი პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულით გადაამზადა. სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა ჩაატარა, რის შემდეგაც პედაგოგები მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, მოზარდები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან.


შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.