გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოში პირველია, რომელსაც რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

29-03-2023

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გუნდი 2015 წლიდან მუშაობს აღნიშნული სტატუსის მოპოვებისთვის. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიის ქსელში რეფერენს კვლევების ჩატარება სამი ძირითადი მიმართულებითაა შესაძლებელი, ესენია სურსათის კვლევა, ცხოველთ დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.


ლაბორატორიის გუნდი აქტიურად მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან; წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და კონსულტაციების შედეგად, ლაბორატორიას რეფერენს სტატუსი მიენიჭა.

რეფერენს ლაბორატორიის სტატუსის ქვეშ მოიაზრება იმ უფლებამოსილების მქონე ლაბორატორია, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის რეფერენტულ ლაბორატორიულ გამოცდას ატარებს.


ლაბორატორიას ეძლევა უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენტული გამოცდები სადავო საკვლევ ნიმუშებზე. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შეუძლია ჩაუტაროს სწავლებები ყველა დაინტერესებულ ლაბორატორიას სპეციალისტების გადამზადების მიმართულებითა და სხვადასხვა კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით.


ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებული პირებს უკვე საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ იმ საერთაშორისო რეფერენტული გამოცდების შედეგები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სხვა ქვეყნის რეფერენს ლაბორატორიებში იყო ხელმისაწვდომი.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში არსებული რეფერენს კვლევების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე: sla.gov.ge