გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საბერძნეთში საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ

24-07-2018

საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძარი მძვინვარებს, საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ. 
საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, ორი პირიდან, ვისაც ქართული მხარე საბერძნეთში ეძებდა, ერთი ნაპოვნია.
მისივე თქმით, საქართველოს ერთ მოქალაქესთან დაკავშირება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
„ორი თანამოქალაქიდან, ვისაც დილიდან ვეძებდით, ერთ-ერთი მოძებნილ იქნა და ის უსაფრთხოდაა. მეორესთან დაკავშრება, გრძელდება. ჩვენ ველოდებით საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ ინფორმაციას, რომელსაც შევისწავლით და იმედი გვაქვს, იქ ჩვენი მოქალაქეები არ იქნებიან. დილის შემდეგ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აღარ შემოსულა. ჩვენ ვრჩებით საგანგებო რეჟიმზე.
ის ადამიანი, ვინც მოვძებნეთ იყო ამ ხანძრის ეპიცენტრში და მას უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა, ვიდრე მეორე პირს, რომელიც იმ რეგიონში იყო, საიდანაც ფაქტიურად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ამიტომ, იმედი გვაქვს, მასთან კომუნიკაციის არარსებობა დროებითია და ამასაც მოვძებნით“- განაცხადა ნანობაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას.
საბერძნეთში, ტყეში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასაც მოედო, შედეგად დაიღუპა 50-მდე და დაშავდა 160-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე სტიქიას ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან.