30-03-2023
63 წლის მამაკაცს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრი და ორი სოფლის კოორდინატორია, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.
როგორც ცნობილია, ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მეზობელ 15 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა მის სახლთან ახლოს ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.