24-07-2018
ფოტო: shutterstock.com
რამდენი უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, - ამის შესახებ დეტალებს ვებგვერდი myadvokat.ge განმარტავს.
სპეციალისტების განმარტებით, საკომისიო იანგარიშება იმის მიხედვით, რა თანხა აქვს დარჩენილი მომხმარებელს და რა ვადაში უნდა დაეფარა ის.
შესაბამისად, საკომისიო შეიძლება იყოს შემდეგი ოდენობის: თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, საკომისიო/პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.5%-ს.
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, საკომისიო/პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 1%-ს.
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, საკომისიო/პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს.
ამასთან, ფინანსურ ორგანიზაციას პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არ აქვს, თუ:ა) ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები; ბ) კრედიტის რეფინანსირება ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით; გ) კრედიტი წინსწრებით იფარება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით; დ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე მომხმარებლის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით. - აღნიშნულია საადვოკატო ბიუროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალაში.