31-03-2023
მამუკა მდინარაძე იყო "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ დააკავეს და მას შემდეგ, რეჟიმის ცვლილებამდე ადვოკატობის გარდა არსად უმუშავია, არც ერთი დღე! - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი და „მდაბიო ჭორაობას“ უწოდებს მამუკა მდინარაძის შესახებ ეკა ბესელიას განცხადებას.
ლევან ნიკოლეიშვილი აქვეყნებს 2004 წელს, მამუკა მდინარაძის დაკავების კადრებს. იმ დროს იგი ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელი იყო. მამუკა მდინარაძემ უფლება მისცა ბრალდებულს, რომელსაც სასამართლომ განუსაზღვრა გადაადგილების უფლება, გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე წასულიყო თავისივე სახლში. ამისთვის იგი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. ნიკოლეიშვილის თქმით, როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ ვერაფრით დაძლია საკუთარი "აგენტობის კომპლექსი" და ასეთი სიბინძურით და ტალახის სროლით ცდილობს “რეაბილიტაციას”.
„არ შემიძლია ყველაფრის მკადრებელ ქალს, რეზიდენტ ეკა ბესელიას გავუტარო ეს მდაბიო ჭორაობა. როგორც ჩანს, ვერაფრით დაძლია საკუთარი "აგენტობის კომპლექსი" და ასეთი სიბინძურით და ტალახის სროლით ცდილობს “რეაბილიტაციას”. მამუკა მდინარაძე წინა ხელისუფლების ჭანჭიკი იყოო. მე ვიტყვი და მან თავი იმართლოს რომ არ იყოო, ეს პრინციპია. მდინარაძე იყო "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ დააკავეს და მას შემდეგ, რეჟიმის ცვლილებამდე ადვოკატობის გარდა არსად უმუშავია, არც ერთი დღე!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.