გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის ციხეზე ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

24-07-2018

დღეს გორის ციხეზე ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასამდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა.

სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა და მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

თავდაცვის მინისტრტმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა წვევამდელთა სისტემის პირობების გაუმჯობესებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, ჯარში მიღებულ განათლების ხარისხზე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტეგრაციაზე პროფესიულ ჯართან.

ფიცის დადებამდე წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, რომელიც საბრძოლო მომზადების დონით იდენტურია იმ მომზადებისა რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. დღეიდან ისინი პირველ ქვეით ბრიგადაში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ, სადაც სავალდებულო სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.


მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ქურთიაშვილი, მიხეილ კაცოვენკო და რომან მიქაძე პირველ ქვეით ბრიგადის საშტაბო ასეულში სანიმუშო სამსახურისთვის ქართული ხმლებით დააჯილდოვა, სადაც მისი ავტოგრაფია გამოსახული.

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

"შიდა ქართლი"