გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე: 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია

31-03-2023

„31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულმა საერთო-სახალხო რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას" - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ფეისბუქში" წერს.
 
თორნიკე რიჟვაძის თქმით, 31 მარტი ღირსშესანიშნავია კიდევ იმით, რომ დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა.
 
„ასევე, დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 84 წლის იუბილეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. ზვიად გამსახურდიას თაოსნობით გამართულმა რეფერენდუმმა, მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ურყევი ნება დამოუკიდებელი საქართველოს იდეის შესახებ" - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.