გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაჟდენ კუპრაშვილი: ყველანაირად ხელს შევუწყობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა აღსრულდეს კანონი, საჭიროსების შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი მათთვის იქნება ხელმისაწვდომი

31-03-2023

შემდგომი ჩვენი ძირითადი მიმართულება გახლავთ დეკლარაციების წარმოდგენა და მისი მონიტორინგი, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა,  ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ამ მიმართულებითაც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოდელი ერთ-ერთ კარგ მოდელად არის შეფასებული ყველა კვლევაში. 


„არ რჩება თანამდებობის პირის,  ასე ვთქვათ, დეკლარაცია, რომ არ ხდებოდეს მისი მონიტორინგი და შემოწმება. ამ მიმართულებითაც ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება სიახლე. ჩვენ დაახლოებით  5 კადრი დავამატეთ მონიტორინგის მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა  ვსწავლობთ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს დღეს და მივაქცევთ ყურადღებას მომავალში იმ განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაციების დაცვას, რაც არასრუწლოვნებთან არის დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შემდგომი მიმართულება, ეს გახლავთ პოლიტიკური პატიების გამჭვირვალობა.


რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ინსტიტუციური მეხსიერება არ გვაქვს, მაგრამ აუდიტის სამსახურთან უკვე ვმუშაობთ, გავიარეთ ის ანგარიშები, ის განვლილი გზა, რაც ამ დეპარტამენტს გააჩნდა თავის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება შემდეგი, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა აღსრულდეს კანონი, საჭიროსების შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი მათთვის იქნება ხელმისაწვდომი, რათა გადამზადდეს ის კადრები, ვინც უნდა მოამზადოს ეს ანგარიშგების დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშის ამსახველი დოკუმენტები და კვალიფიციურად იქნას წარმოდგენილი, რათა აღსრულდეს კანონი. ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო სიღრმისეულად წავიდეთ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს აღნიშნული ინფორმაციების დამუშავება. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც დაგვეხმარება მოვახდინოთ დიგიტალიზაცია ამ მიმართულების, რაც იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო ხარისხიანს გახდის და უფრო დააჩქარებს ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაოს", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.