გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე: უცნაური იყო პრეზიდენტის რამდენიმე განცხადება, რომლებიც რბილად რომ ვთქვა, ძალიან დაშორებული იყო იმ რეალობას, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა

31-03-2023

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ის 12 პუნქტი მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა ფაქტობრივად შესრულებულია. ერთადერთი რაც შემაფერხებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, ეს ის პოლარიზაციაა, რის მოგვარებასაც ოპოზიცია მაქსიმალურად უშლის ხელს“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

გაბრიჭიძე პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი განცხადებები დაშორებული იყო იმ რეალობას, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა.

 

„საკმაოდ უცნაური იყო პრეზიდენტის რამდენიმე განცხადება, რომლებიც რბილად რომ ვთქვა, ძალიან დაშორებული იყო იმ რეალობას, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა. პირველი იყო პრეზიდენტის შეფასება კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში, როცა მან განაცხადა, რომ „საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.


უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით საქართველოს მონაცემებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებითაც ყველა პუნქტში ვუსწრებდით, თავად ევროკავშირის მაღალჩინოსნები დაუფარავად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩადენილი უსამართლობის შესახებ. ასევე კარგად გვახსოვს ის „თითიდან გამოწოვილი“ საბაბი, რასაც მაგალითად მაკრონი უარის თქმის მიზეზად ასახელებდა.


ასევე უცნაურია იმის ვარაუდი, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს სტატუსს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის 12 პუნქტი მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა ფაქტობრივად შესრულებულია. ერთადერთი რაც შემაფერხებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, ეს ის პოლარიზაციაა, რის მოგვარებასაც ოპოზიცია მაქსიმალურად უშლის ხელს. ასევე ძალიან უცნაური იყო განცხადება მეორე ფრონტის თაობაზე: - ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. უკაცრავად, მაგრამ თურქეთიც “მოსკოვის“ ენაზე საუბრობს, თუ ის ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ იმ საფრთხეების შესახებ, რაც მათს ქვეყნებს ომში ჩართვასთან მიმართებაში ზუსტად იმ ძალებისგან აქვთ, რომლებიც საქართველოზე გამუდმებით ახდენენ ზეწოლას“- წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.