გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: თუ ადრე „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობდა პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი

31-03-2023

„ფორმულა-2“, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული თუ ადრე „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობდა პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა-2“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ეს ყველაფერი ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული.


„მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ტელევიზიის თუ ზოგადად ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსს და ამის ცვლილებას გასული სამი თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში. თუ ადრე „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობდა პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა უკვე კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა-2“, ანუ ადრე ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც დაბალანსებული ტელევიზია, დღეს დაემსგავსა კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ და განსხვავება რეალურად ერთის და მეორეს მაუწყებლობას შორის არსებითად აღარ არის. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.