გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: საქართველომ საპრეზიდენტო „პორტფელთან“ დაკავშირებით რამდენიმე სახიფათო ექსპერიმენტი ჩაიტარა, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტი უცხო ქვეყნის გავლენის კლასიკურ აგენტს წარმოადგენს

31-03-2023

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც ზვიად გამსახურდიას დამხობისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუასა და მთელს ოპოზიციას მადლობას უხდის.

 

ექსპერტის თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის პარლამენტში ჰქონდა საკუთარი პოზიციონირების სამი სავარაუდო გზა: იმ პოლიტიკური გუნდის გვერდით ყოფნა, ვისი წყალობით ის დღეს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების გატარება ან პირადი ინტერესების დაცვა, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის კურაციის ფარგლებში.


„დღეს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის პარლამენტში ჰქონდა საკუთარი პოზიციონირების სამი სავარაუდო გზა:


ა) იმ პოლიტიკური გუნდის გვერდით ყოფნა, ვისი წყალობით ის დღეს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების გატარება - რომლის (ასევე, და არა მხოლოდ უმცირესობის) კონსტიტუციურ გარანტსაც უნდა წარმოადგენდეს; ან

გ) საკუთარი, პირადი ინტერესების დაცვა, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის კურაციის ფარგლებში. საქართველომ საპრეზიდენტო „პორტფელთან“ დაკავშირებით რამდენიმე სახიფათო ექსპერიმენტი (ჰარაკირი) ჩაიტარა, საიდანაც „სოროსისა და პუტინის“ ეკლექტიკურმა კანდიდატმა - ქვეყნის დამოუკიდებლობა კატასტროფის ზღვრამდე მიიყვანა, სოროსის ფონდის შეგირდმა - საკუთარი და ცოლის ნათესავების დეკრიმინალიზაციით იყო დაკავებული, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტი - უცხო ქვეყნის გავლენის კლასიკურ აგენტს წარმოადგენს. მისი „პათეტიკური“ დამოკიდებულება 1991 წლის 31 მარტისადმი, მისივე ცნობილი ციტატით მინდა დავაგვირგვინო, სადაც მისი ქართულის ცოდნა - არის საუცხოო, შეუდარებელი და ყოვლის მეტყველი“, - წერს დავით ქართველიშვილი.