გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ სარჯველაძე პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელ პირებზე: ოპოზიცია პირველად ხელისუფლებას აბრალდებდა, რომ სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენ, როდესაც გაირკვა ვინც იყო, ახლა ამბობენ, რომ ეს ადამიანი გმირია

1-04-2023

როგორც არ უნდა ეცადონ ადამიანის წარმოჩენას როგორც გმირისას, არ შეიძლება სიტყვა „გმირი“ ისეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს მაგალითად, ჟიული შარტავას. გარდა იმისა, რომ ეს სამართლებრივად აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, ამორალობაც არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოში აქციებს დიდი ისტორია აქვს, თუმცა, ქართულ საზოგადოებას არასდროს მიუმართავს ისეთი მეთოდებისთვის, რაც 7-9 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე დაფიქსირდა.

 

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მოლოტოვის კოქტეილების სროლას თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აბრალებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით მოქმედი პირის ვინაობა, ცდილობენ, იგი საზოგადოების თვალში გმირად წარმოაჩინონ.

 

„ჩემთვის ძალიან საყურადღებოა და არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, ის, რომ საქართველოში აქციებს, განსაკუთრებით კი ბოლო ხანებში, საკმაოდ დატვირთული ისტორია აქვს. 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, არასდროს ქართულ საზოგადოებას არ მიუმართავს ისეთი ხერხებისთვის, როგორიც გამოყენებული იყო ამ დღეებში.

 

ასეთი არაბუნებრივი ქცევა, შესაძლოა, ბევრ კითხვას ბადებდეს და ლოგიკურიც არის ამ კითხვების დასმა. ასეთ ფონზე, შეიძლება გარკვეული ვარაუდები ჩამოგვიყალიბდეს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ეს ყველაფერი მართული ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც მუდამ რაღაც გეგმები აქვს, რომ როგორმე ძალადობრივი ინსტურმენტებით და ძალადობრივი მეთოდებით მიაღწიონ თავიანთ საწადელს და ხელისუფლება ხელში აიღონ, იმიტომ, რომ ხვდებიან, არაძალადობრივი მეთოდებით, ამის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელია.

 

ამიტომაც, არ ვიცი, ვისი ან რისი წამხედურობით, მაგრამ ფაქტია, ადამიანებმა იქ სრულიად არაბუნებრივი ნაბიჯები გადადგეს და ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარადაც გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ზოგი ლიდერი, სამწუხაროდ, მაქსიმალურად აქეზებდა ასეთ ნაბიჯებს. ჩვენ ვიხილეთ ასევე იმ აქციების დროს ადამიანები, რომლებიც სრულიად არაბუნებრივად მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. როდესაც ამასთან დაკავშირებით პირველად კითხვები გაჩნდა, მოგეხსენებათ, პირველი ვერსია, რაც ოპოზიციამ განავითარა, ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენ, მერე გაირკვა, ვინც იყო, ახლა საზოგადოებას სთავაზობენ სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და ამბობენ, რომ ეს ადამიანი, სინამდვილეში გმირიაო.

 

როგორც არ უნდა ეცადონ ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, არ შეიძლება, სიტყვა „გმირი“ ისეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს მაგალითად, ჟიული შარტავას. გარდა იმისა, რომ სამართლებრივად ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, ამორალობაც არის“, - აღნიშნა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.