გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული

2-04-2023

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული, – ამის შესახებ უკრაინული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.


როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, საქმე ეხება მილიონობით ევროს კონტრაბანდას. კერძოდ მათი მტკიცებით, აღნიშნულ პრობლემაზე უკვე ღიად საუბრობენ რუმინელი მებაჟეებიც. მათი თქმით, სიგარეტი საკონდიტრო პროდუქციასთან ერთად ხვდება რუმინეთში და ის პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ სატვირთოებით გადააქვთ.


მათივე ინფორმაციით, აღმოჩენილი კონტრაბანდული საქონლის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიონი ევროა.
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.