გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია, ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

2-04-2023

ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია, ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა, რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

 

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან, ეს მანდატი ჩვენ მივიღეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეს მანდატი დადასტურდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. შესაბამისად, ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია და მე ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.