25-07-2018
გორი-რუისი მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მძღოლი საჯარიმო ავტოსადგომის წარმმომადგენელი ნუკრი გელაშვილია - ინფორმაცია ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა დაუდასტურა.
ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული ,,გორმედში" გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გადარჩენა ვერაღ მოხერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს ,,სმარტთან" მოხდა, რადროსაც სატვირთო ავტომანქანას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი მძღოლი მანქანაში მარტო იმყოფებოდა.