გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი: თუ ქართულმა ოჯახებბა შვებით ამოისუნთქა, მაშინ ივანიშვილს რაღა პერსპექტივა ექნება საქართველოში

25-07-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ახლა არის კუთხეში იმიტომ, რომ ის რეალურად არ იღებს გადაწყვეტილებებს. 

"ის მიიღებს გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, რა სიგნალებსაც მიიღებს იმ პატრონისგან, რომელმაც თავის დროზე გამოაგზავნა საქართველოში. ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არ გავიდეს ერთიანი ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რადგან იცის, რომ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს მისი საბანკო მძარცველობითი მევახშეური პოლიტიკის დასრულებას, საქართველოს დაბრუნებას წარმატებული ქვეყნების რიცხვში, რომ მოდის ხალხი რომელიც არ გაიყიდა, რომელსაც ვერ დაამონებს, ვერ იყიდის და მანიპულაციას ვერ მოახდენს. მისთვის მთავარია, ის ხალხი არ დაბრუნდეს, ვინც საქართველო ააღორძინა და იცის როგორ აქციოს საქართველო წარმატებულ ქვეყნად. თუ საქართველო წარმატებული გახდა და ქართველმა ოჯახებბა შვებით ამოისუნთქეს, მაშინ ივანიშვილს რაღა პერსპექტივა აქვს საქართველოში"-განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.