გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

3-04-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა შერაზ გასრის საქართველოში ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისფონზე, საერთაშორისო პარტნიორებისა და საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობისსაკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს; აღინიშნა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTMRCA) ერთობლივი კონტრიბუციის, „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვისშესაძლებლობების გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი და აქტიური ჩართულობა.


 საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრა უკვე გამართა. შერაზ გასრისაქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის ბოლოს დაინიშნა. წლების განმავლობაში ფრანგი დიპლომატი გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში პოლიტიკურიმრჩევლის თანამდებობას იკავებდა.