4-04-2023
„კამიკაძე“ ქამარშემორტყმული ოპოზიცია ამტკიცებს, ჩვენ კეზერაშვილის ფულთან საერთო არაფერი გვაქვსო, უფრო მეტიც, „კეზერვიზიის“ ჟურნალისტებმა - დახმარება მხოლოდ ფული ხომ არ არისო? - ახლა გინდ აღიარეთ და გინდ - იუკადრისეთ, თქვენმა მარჩენალმა ბრძანა, - ხშირად დაეთრევიან ჩემთან სამათხოვროდო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ეჭვი, რომ ოპოზიცია კეზერაშვილისგან ფინანსდებოდა, ახლა დადასტურდა და ასეთი „ინტელექტისა და გონებრივი დიაპაზონის“ მამა-მარჩენლები, უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ტელეეკრანებზე, რათა მალე მოხდეს რადიკალების პოლიტიკური დეტონაცია.
„კეზერაშვილმა ოპოზიციას, ჯერ „შავები“ ჩააცვა და მერე ასაფეთქებელი ქამარი გაუკეთა წელზე... პროევროპულ ძალებს მე ვეხმარებიო... ანუ, რისი გონივრული ეჭვიც ამდენი ხანია, საზოგადოებაში მუსირებს, რომ ჩვენი „ეროვნული“ რადიკალები კეზერას ჯიბეში სხედან, ორ ფრაზაში დაგვიდასტურა ოპოზიციის მამა-მარჩენალმა მაროდიორმა... დღეს დილიდან კი „კამიკაძე“ ქამარშემორტყმული ოპოზიცია ამტკიცებს, არა, ჩვენ კეზერაშვილის ფულთან საერთო არაფერი გვაქვსო. უფრო მეტიც, „კეზერვიზიის“ ჟურნალისტებმა - დახმარება მხოლოდ ფული ხომ არ არისო? არა, ალბათ მორალურ და ფსიქოლოგიურ გვერდში დგომას გულისხმობდა თქვენი მეურვე. ახლა გინდ აღიარეთ და გინდ - იუკადრისეთ, თქვენმა მარჩენალმა ბრძანა, - ხშირად დაეთრევიან ჩემთან სამათხოვროდო... ისე, წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა იყოს ოპოზიცია, რომ დროშად მიშა ჰყავთ, დროშის ტარად - კეზერაშვილი! ჰოდა თქვენი პროევროპელობა არ გაიშვას, თქვე კეზერაშვილის ჯიბის პოლიტიკოსებო! მიდი კეზერ, შენ დაუკარ და ესენი იბუქნავებენ...
P.S. ჩემი აზრით, ასეთი „ინტელექტისა და გონებრივი დიაპაზონის“ მამა-მარჩენლები, უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ტელეეკრანებზე, რათა მალე მოხდეს რადიკალების პოლიტიკური დეტონაცია. მეტი კეზერა რადიკალურ ოპოზიციას!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.