გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ფაქტების-მოძიების მისიის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

4-04-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ფაქტების-მოძიების მისიის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.


საქართველოში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ფაქტების-მოძიების მისიის ანგარიშისტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის (SEI)  მკვლევრების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტების მიერ მომზადდა.


სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და შვედეთისსაელჩოს საქართველოში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და  ყურადღება ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილი სამინისტროს ინსტიტუციონალური სტრუქტურის, ფუნქციებისა და ტექნიკური შესაძლებლობების ანალიზის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„დღეს წარმოდგენილი ანგარიში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. წარმოდგენილი ხედვა საშუალებას იძლევა ქვეყანაში  გაძლიერდეს ნარჩენების მართვის პოლიტიკა, მისი რეგულირება,  მონიტორინგი და აღსრულება. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული ყურადღებაეთმობა საზოგადოებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანი უზრუნველყოფის საკითხს. ვფიქრობ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ სასურველი შედეგის მიღებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


პროექტის მიზანს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პრაქტიკის ეფექტიანობის და ფუნქციონირების გაზრდით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დახმარება წარმოადგენს.


„შვედეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. ვფიქრობ, მომზადებული დოკუმენტი დაეხმარება ქვეყანას ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების პროცესში“,- განაცხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა.


შეხვედრას საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.